უკრაინამ მოსკოვზდრონებით შეუტია. საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის დედაქალაქში 26 ოქტომბერს ჩაირთო. დაიხურა მოსკოვის ორი მსხვილი აეროპორტი – „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკის“ აეროპორტები.
კრემლის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 34 დრონი გაანეიტრალა. Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთში უკრაინული დრონებით თავდასხმას 6 საათის განმავლობაში იგერიებდნენ და შეტევა მოსკოვის დროით, 22:00 საათისთვის დასრულდა.
ზიანის შესახებ მოსკოვში ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინის სეტევის სემდეგ, 16 მშვიოდბიანი მოქალაქე დაშავდა. უკრაინის ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ მსგავსი თავდასხმების მთავარი სამიზნე ყოველთვის ენერგო ან სამხედრო ინფრასტრუქტურაა.
მოსკოვზე თავდასხმამდე რუსეთმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა როგორც დრონებით, ისე ბალისტიკური რაკეტებით, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.


