მთავარისაქართველო„ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

„ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

„ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონს.

პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე სარჩელს კონსტიტუციურ სარჩელს დღეს შეიტანს.

„ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართავს, რადგან თვლის, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა „ოცნების“ რეჟიმის მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია და აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურას ამყარებს”,- წერია „ლელო ძლიერი საქართველოს“ პრესსსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პარტია აბსურდულად მიიჩნევს, კანონის იმ მოთოვნას, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმანობის შეზღუდვას გულისხმობს. პარტიის შეფასებით, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე ნორმას, მათ შორის 23-ე, 25-ე, 31-ე და მე-60 მუხლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend