მთავარიმსოფლიო„პუტინს მაშინ შევხვდები, როცა მეცოდინება, რომ შეთანხმებას მივაღწევთ“- დონალდ ტრამპი

„პუტინს მაშინ შევხვდები, როცა მეცოდინება, რომ შეთანხმებას მივაღწევთ“- დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პუტინს მხოლო იმ შემთხვევაში შეხვდება, თუკი რეალურად დარწმუნდება, რომ მასთან უკრაინის საკითზე შეთანხმებას მიაღწევს. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში გამგზავრებამდე მედიასთან განაცხადა.

„უნდა ვიცოდე, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. დროის ტყუილად დაკარგვას არ ვაპირებ. ვლადიმერ პუტინთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ახლა ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მეგონა, რომ შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დადგომამდე ადრე მოხდებოდა. იმის თქმა მინდა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის შემთხვევა ძალიან რთული იყო. ასევე, იყო სხვა შეთანხმებებიც – მაგალითად, ინდოეთსა და პაკისტანს შორის და შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ყველა უფრო რთულად წარმომედგინა, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მედიასთან.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი კუალა-ლუმპურში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, რათა ტაილანდსა და კამბოჯას შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას დასწრებოდა.

დონალდ ტრამპი „აზიის ტურის“ ფარგლებში ჩავა იაპონიაში, სადაც შეხვდება ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის. ასევე, ესტუმრება სამხრეთ კორეასაც.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი შესაძლოა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინსაც შეხვდეს და შეეცადოს მის დარწმუნებას, რათა შეუერთდეს ამერიკულ სანქციებს და უარი თქვას რუსული ნავთობის შეძენაზე ისე, როგორც ეს ინდოეთმა გააკეთა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend