მთავარიევროპაუკრაინასაფრანგეთი უკრაინას გადასცემს Mirage-ის გამანადგურებლებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს

საფრანგეთი უკრაინას გადასცემს Mirage-ის გამანადგურებლებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს

საფრანგეთი უკრაინას გადასცემს Mirage-ის გამანადგურებლებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს. ვოლომირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში იმასაც წერს, რომ დიდი ბრიტანეთი დრონების მოაგერიებელი სისტემების წარმოებაში უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.

„იმისთვის, რომ მსოფლიო რუსეთს ძალის პოზიციიდან ესაუბროს, ჩვენ უკრაინაში თავად უნდა ვიდგეთ მყარად. მნიშვნელოვანია შევადაროთ ის, თუ რა ბრძანება მიიღეს და რეალურად რა მიზნის მიღწევა შეძლეს რუსმა სამხედროებმა“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დახმარება გააძლიერა ფინეთმა და ესპანეთმაც. მისივე ცნობით, ორივე ქვეყანამ დამატებითი ფინანსები გამოყვეს „პატრიოტის“ რაკეტების შესასყიდად, რომელსაც შეერთებული შტატებისგან მიღების შემდეგ უკრაინას გადასცემენ.

უკრაინის პრეზიზიდენტმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, რომ რუსეთმა მხოლოდ ძალა უნდა დაინახოს და რომ ამისთვის ქვეყანას „მყარად დგომა სჭირდება“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend