მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს. ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული.
მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) აღიარებს ჟურნალისტებს, რომლებმაც გამოავლინეს ურყევი ერთგულება პრესის თავისუფლების მიმართ.
ჯილდო მზია ამაღლობელის სახელით „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დირექტორის მოადგილემ თამარ რუხაძემ აიღო.
მზია ამაღლობელთან ერთად ჯილდო 6 სხვა ჟურნალისტს გადაეცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.


