მთავარისაქართველორუსთაველის გამზირზე 20-მდე მოქალაქე დააკავეს, ერთ-ერთი სისხლის სამართლის წესით

რუსთაველის გამზირზე 20-მდე მოქალაქე დააკავეს, ერთ-ერთი სისხლის სამართლის წესით

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე 20-მდე მოქალაქე დააკავეს. მათი ნაწილი გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისას აიყვანეს, ნაწილი კი ტროტუარებიდან.

დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და აქტივისტი ისაკო დევიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის 20-მდე მონაწილე ადმინისტრაციულად დააკავეს, ხოლო ქალი, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა – სისხლის სამართლის წესით. მას ხულიგნობას ედავებიან.

22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი იყო ჟურნალისტების აქცია. ისინი პარლამენტის წინ იკრიბებოდნენ, რათა სოლიდარობა გამოეხატათ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკავებული ჟურნალისტების ვახო სანაიას, ქეთა ციცქიშვილისა და ცირა ჟვანიას მიმართ, ასევე მზია ამაღლობელის მიმართ, რომელიც ამავე დღეს სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.

ჟურნალისტები ასევე ითხოვდნენ, იმ კანონების გაუქმებას, რომლებიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომლის თანახმად, აქციაზე სახის დაფარვა და გზის გადაკეტვა 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება, ხოლო ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend