მთავარიევროპალიეტუვალიეტუვაში ბავშვები დრონების აწყობას, პროგრამირებასა და მართვას სწავლობენ

ლიეტუვაში ბავშვები დრონების აწყობას, პროგრამირებასა და მართვას სწავლობენ

ლიეტუვაში თავდაცვის სამინისტრო ახალ ინიციატივას იწყებს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც კი ისწავლიან დრონების პროგრამირებასა და მართვას. მიზანი კი ისაა, რომ საზოგადოება მოსალოდნელ საფრთხეებს, რომლებიც განსაკუთრებით რუსეთისგან მომდინარეობს, მომზადებული შეხვდეს.

ცენტრალურ ქალაქ კედაინიაიში ბავშვები სპეციალურ კურსებზე დადიან, სადაც რეალურ მინიდრონებს იყენებენ. აქ ისინი სწავლობენ საფრენი მოწყობილობის აწყობას, ჰაერში გაშვებასა და რთულ მანევრებზე კონტროლს.

კურსის დასრულებისას ბავშვები დრონების გამოყენებაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ოქტომბერში ისინი დრონების რბოლაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

„ვასწავლი,  როგორ უნდა გაფრინდეს დრონი, როგორ უნდა ავუშვათ, როგორ ვმართოთ. ვსწავლობთ რბოლასაც, რადგან ოქტომბერში დრონების შეჯიბრება გვაქვს. ვიქნებით სხვა, პატარა დრონებით. ასევე ვასწავლით დრონის აწყობასა და პროგრამირებას“ – ამბობს „Airtech“-ის ინსტრუქტორი ეიმანტას ლაურინავიჩუსი.

უახლეს პერიოდში NATO-ს საჰაერო სივრცეში, მაგალითად, პოლონეთში, ესტონეთსა და გერმანიაში,   უპილოტო დრონები  რამდენჯერმე შეიჭრნენ.  ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, რომ მოსკოვი ალიანსის რეაგირების შემოწმებას ცდილობს.

„სახელმწიფოს სრულფასოვანი თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია საზოგადოებრივი და სამოქალაქო მზადყოფნა. სწორედ ამიტომ ვავითარებთ სტრატეგიას, თუ როგორ მოვამზადოთ ჩვენი მოქალაქეები და მივცეთ სამხედრო განათლება და ასევე გავზარდოთ მოსახლეობის გამძლეობა და მდგრადობა“ – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის ვიცე-მინისტრმა ტომას გოდლიაუსკასი.

მსგავს პროგრამებს უკვე იწყებს ესტონეთიც. მიზანი არა მხოლოდ თავდაცვითი მზადყოფნაა, არამედ მომავალ თაობებში ტექნოლოგიებისადმი ინტერესის გაღვივებაც. სივრცეები, სადაც ბავშვები დღეს ერთობლივი თამაშით სწავლობენ, შესაძლოა ხვალ ინჟინრობისა და თავდაცვის სფეროსთვის მნიშვნელოვან ბაზად იქცეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend