ბუდაპეშტში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზადაა უმასპინძლოს ორი ქვეყნის ლიდერს და ისიც თქვა, რომ დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გეგმავს სატელეფონო საუბარს.
მისი თქმით ის უკვე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ჯერ უცნობია ორი ქვეყნის ლიდერის შესაძლო სამიტის ზუსტი თარიღი, თუმცა ცნობილია, რომ ამ შეხვედრას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ელიან. ვიქტორ ორბანი თვლის, რომ უნგრეთზე არჩევანის გაკეთება შემთხვევითი არაა – ამასთან დაკავშირებით მან ადგილობრივ მედიასთანაც ისაუბრა.
„მათ სამიტის ჩატარება ევროპაში სურდათ. მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის ომი სწორედ ევროპაში მიმდინარეობს. გადახედეს რუკას, ლიდერებს და მალევე ნათელი გახდა, რომ ბუდაპეშტი ევროპაში დღეს რეალურად ერთადერთი ადგილი იქნებოდა,სადაც ამგვარი შეხვედრის გამართვაა შესაძლებელი. სამი წლის მანძილზე ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, ვინც ღიად, ხმამაღლა და აქტიურად უწევდა ადვოკატოირებას მშვიდობას.
ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც თავიდანვე ამბობდა, რომ ომი ცუდია,მაგრამ ეს არაა მიზეზი დიპლომატიური არხების დახურვისთის. ევროკავშირის სურათს რომ გადახედოთ, იქ ყველა ომის მომხრეა – ჩვენს გარდა. მე ვთვლი, რომ ევროპელებმა უნდა გააკეთონ ის, რასაც აკეთებს ამერიკის პრეზიდენტი – მოლაპარაკებები აწარმოონ რუსეთთან“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
ვიქტორ ორბანი ევროკავშირში დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნევა. ამასთან, უნგრეთის მთავრობის წევრები ხშირად სტუმრობენ მოსკოვს.
ბუდაპეშტი რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, უნგრეთი მოსკოვის სანქცირებისა და კიევის სამხედრო დახმარების წინააღმდეგ გამოდიოდა.


