მთავარიაზიაჩინეთიჩინეთში ქვანახშირის აირად გარდაქმნის პირველი პროექტი ახალ ფაზაში გადავიდა

ჩინეთში ქვანახშირის აირად გარდაქმნის პირველი პროექტი ახალ ფაზაში გადავიდა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ფუშუნში ქვანახშირის აირად გარდაქმნის საწყისი ფაზა წარმატებით დასრულდა და ინოვაციური პროექტი ახალ ეტაპზე გადავიდა. პროექტი სამ ფაზად წარიმართება და წლიური წარმოების საერთო მოცულობა 4 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს შეადგენს.

პირველი ფაზის დასრულების შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდა წლიურად მილიარდ 330 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გამომუშავება. შედეგად მიღებული პროდუქტი ჩინეთის ხუთ ქალაქს უნდა მიეწოდოს გაზსადენი მილით, რომლის სიგრძეც დაახლოებით 334 კილომეტრია.

პროექტის განხორციელებისთვის საჭირო აღჭურვილობის 98% ჩინური წარმოებისაა. შესაბამისად, ქვეყანას აქვს უნარი, დაბალი ხარისხის ქვანახშირი დამოუკიდებლად გარდაქმნას მაღალი ხარისხის ბუნებრივ აირად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend