მთავარისაქართველოსამყარო თეთრი ხელჯოხით

სამყარო თეთრი ხელჯოხით

“მზად ხარ, ერთი დღე სხვანაირად დაინახო სამყარო?” ასე მიმართავენ თილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საზოაგადოებას  თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს.

უნივერსიტეტში სწორედ უსინათლოთა თემის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ამ დღეს ბევრი ისაუბრეს უსინათლოთა პრობლემებსა და მათ გადაწყვეტაზე, თეთრი ხელჯოხის იდეასა და მნიშვნელობაზე.

თეთრი ხელჯოხი უსინათლოთა და მცირემხედველთათვის მნიშვნელოვანი ხელსაწყოა. ის მათ სივრცეში ორიენტაციასა და დამოუკიდებლად გადაადგილებაში ეხმარება.

15 ოქტომბერი თეთრი ხელჯოხის მსოფლიო დღეა. თეთრი ხელჯოხი უსინათლო და მცირედმხედველი ხალხის სიმბოლოა და ამ დღესაც ამიტომ უწოდეს ეს სახელი. საქართველოში მისი აღნიშვნა 2011 წელს დაიწყეს. თუმცა უსინათლოები კვლავ თავიანთ გადაუჭრელ პრობლემებზე საუბრობენ.

სტუდენტთა შეკრებაზე მრავლად იყო გულწრფელი ემოციები და ამბები, რომელთაც უსინათლოთა თემის წარმომადგენლები სტუდენტებს უყვებოდნენ. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ იმ დაბრკოლებებზე რასაც ყოველდღიურად აწყდებიან.

„დღევანდელ დღეს ვიყენებთ იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენი შესაძლებლობები და პრობლემები, თუ რა პრობლემებს ვაწყდებიტ, გადაადგილებისას, სწავლისას. სწავლისას ძირითადად პრობლემაა დასკანერებული მასალა.

ყველა ავტობუსში არ არის გაჩერებების გახმოვანება, ხმოვანი შუქნიშნების ნაკლებობაა და ყველაზე დიდი პრობლემა უმეტესად საზოგადოების მიმღებლობასთანაა”,- ამბობს სტუდენტი სალომე ქეცბაია.

შეხვედრაზე მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტმა გია ჯვარშეიშვილმა სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა. თეთრი ხელჯოხის თაობაზეც ილაპარაკეს და ასევე სიმულაციური სათვალის თაობაზეც, რომლის მორგებაც დამსწრეებს დარბაზშივე  შეეძლოთ. ამ გზით ყველა იქ მყოფს შეეძლო საკუთარი თავი უსინათლოების მდგომარეობაში გამოეცადა და მათი პრობლემები შეეგრძნო.

“პრობლემები დაწყებული პენსიას რასაც უხეშად ვეძახით, აქედან დაწყებული, გაგრძელებული ჯანდაცვით, გაგრძელებული სხვადასხვა სერვისით, მათ შორის დღეს რასაც სულ ვსაუბრობთ და ზუსტად თეთრი ხელჯოხის იდეა რაც არის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის არარსებობა.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საკანონმდებლო ბაზა, მეტ-ნაკლებად კარგი არის, რაც გაყვა კონვენციის ჰარმონიზაციის პროცესს. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არ მუშაობს, ასეთია ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს მიღებული და ყველა შესაძლო, თუნდაც ახალი აშენებული შენობა უნდა იყოს მისაწვდომი, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს, თუმცა ეს გვაქვს ფურცელზე და რეალურ ცხოვრებაში ეს ასე არ ხდება”,- ამბობს მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტი გია ჯვარშეიშვილი.

სტუდენტები მთელი შეხვედრის განმავლობაში ყურადღებით უსმენდნენ შეხვედრის მონაწილეებს.

„გავიგეთ ის ტექნიკები და ის სწორი რჩევები რაც უნდა გამოვიყენოთ მათთან ურთიერთობისას. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს ვალდებულება, რომ მათ მიმართ გამოიჩინოს ემპათია, თანადგომა და საზოგადოების სრულყოფილ წევრად აგრძნობინოს თავი”, – ამბობს სტუდენტი ლიკა მეფარიშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend