ალ-შარაა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში მოვიდა ხელისუფლებაში, ცდილობს, დაუახლოვდეს დასავლეთს, თუმცა ამასთან პრაგმატულ ურთიერთობებს ინარჩუნებს მოსკოვთან და რუსეთს შესაძლებლობას აძლევს შეინარჩუნოს წვდომა სირიის სანაპიროზე მდებარე საჰაერო და საზღვაო ბაზებზე, მიუხედავად იმისა, რომ ომში მხარეები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
თუმცა შეხვედრის დაწყებამდე ალ შარაას არაფერი უთქვამს რუსულ სამხედრო ობიექტებზე. არც ასადის ბედი უხსენებია. მან ძირითადად ორი სახელმწიფოს “ისტორიულ კავშირებზე” ისაუბრა და თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
გავრცელებული ცნობებით, ალ-შარაა ასადის ექტრადიციას დახურულ შეხვედრაზე მოითხოვს. ჯერ უცნობია დაშვებს თუ არა კრემლი მისი მთავარი მოკავშირე არაერთი დანაშაულისთვის გასამართლდეს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობები, რომ სირიის ყოფილი დიქტატორი, ბაშარ ალ ასადი მოსკოვში მოწამლეს. ინფორმაცია სერგეი ლავროვმა უარყო.