მთავარიევროპარუსეთირუსეთი არ აპირებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას

რუსეთი არ აპირებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას

მოსკოვი კვლავ უარს ამბობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვალდებულების შესრულებაზე.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი არ აპირებს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდას 2008 წლის ომის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით.

მედიის კითხვაზე – ხელს ხომ არ შეუწყობდა სასამართლოს დაკისრებული 253 მილიონი ევროს გადახდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს არის „ცალკე განსახილველი თემა“.

2025 წლის 14 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“ რუსეთი დამნაშავედ ცნო და საქართველოს სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების გადაწყვეტილება გამოაცხადა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend