მთავარიაზიაღაზაპალესტინელი პატიმრები ისრაელის ციხეებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ

პალესტინელი პატიმრები ისრაელის ციხეებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ

ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებული პალესტინელები უკვე ღაზის სექტორში არიან. მათ ექიმები გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ. მედიკოსები ამბობენ, რომ გათავისუფლებული პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ზოგიერთ შემთხვევაში კი – კრიტიკულიც.

ისრაელის ციხიდან გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრები ღაზის სექტორში ჩაიყვანეს, ხან-იუნისი, ღაზის სექტორის სამხრეთი, 13 ოქტომბერი, 2025 წელი Copyright AP/Jehad Alshrafi
ისრაელის ციხიდან გათავისუფლებული, შეიარაღებული პალესტინელი პატიმრები, ნასერის საავადმყოფოს წინ ხან-იუნისში, ღაზის სექტორი, 13 ოქტომბერი, 2025 წელი Copyright AP/Abdel Kareem Hana

„დაპატიმრებამდე 127 კილოგრამს ვიწონიდი და დღეს 68 კილოგრამი ვარ. მცემდნენ, რა დროსაც მხარი დამიზიანეს. 8 თვის განმავლობაში ერთი აბი ტკივილგამაყუჩებელი არ მიმიღია. როცა ვეუბნებოდი, რომ ტკივილისგან ვიტანჯებოდი, კვლავ შემოდიოდნენ და მცემდნენ“, – ამბობს პატიმრობიდან გათავისუფლებული პალესტინელი, ქამალ აბუ შანაბი.

ისრაელის ციხიდან გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრის შეხვედრა ოჯახის წევრებთან, ქალაქი რამალა, დასავლეთი სანაპირო, 13 ოქტომბერი, 2025 წელი Copyright AP/Majdi Mohammed

პალესტინელი პატიმრების ნაწილს სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობათ. გაეროს 2024 წლის ანგარიშის თანახმად, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელმა დააკავა ათასობით პალესტინელი, რომელთაც არ უზრუნველყოფდნენ საკვებით, წყლითა და სამედიცინო დახმარებით. ამავე ანგარიშის თანახმად, ბევრი  წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend