მთავარისაქართველოსტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 253 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 253 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს 253 მილიონი ევროს კონპენსაცია უნდა გადაუხადოს.

საქმე განგრძობად ოკუპაციას ეხება, რომელსაც რუსეთი 2008 წლის ომის შემდეგ საქართელოს წინააღმდეგ ახორციელებს.

საქართელოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართელოს მიერ წარდგენილ სამართლებრივ პოზიციასა და მტკიცებულებებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა საქართველოს 29 000-ზე მეტი მოქალაქე დააზარალა, რის გამოც მოსკოვს მათთვის 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამჟამად ევროპის საბჭოს წევრი აღარაა, მას რჩება ვალდებულება აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისთის ჯარიმაა გათვალისწინებული.

ეს საქართელოსთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული პირველი საქმე არ არის.

სხვადასხვა დროს რუსეთი ასევე დამნაშავედ ცნეს და საქართელოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციები დაეკისრა ოკუპირებული ტერიტორიებისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროვების, მათ დაკავებების, მათზე თავდასხმების, მკვლელობებისა და სხვა მავნე ფაქტების გამო, რაც საქართველოს ტერიტორიების ე.წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობდა.

აგრეთვე რუსეთიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაციის საქმის ფარგლებშიც, მოსკოვს 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია აქვს გადასახდელი. 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულებაც აქვს რუსეთის ფედერაციას 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, ომისა და ომის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend