მთავარისაქართველოთბილისში თავს დაესხნენ პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს

თბილისში თავს დაესხნენ პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს

თბილისში თავს დაესხნენ პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორ თანამშრომელს.

ინფორმაცია თავდაპირველად პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სარდლობამ გაავრცელა და განაცხადა, რომ თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ დანებითა და რკინის ნივთებით, ხოლო დაშავებულები სერიოზული დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების თანახმად, პოლონეთის სამ მოქალაქეს დაზიანებები მიაყენეს და ფიზიკურად იძალადეს 2004 წელს და 1985 წელს დაბადებულმა პირებმა.

შემთხვევა კი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორივე თავდამსხმელი ცხელ კვალზეა დაკავებული. მათგან ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პოლონელი ოფიცრები თბილისში იმყოფებოდნენ ევროპის სასაზღვრო დაცვის სააგენტოს (Frontex-ის) მისიით, რომელიც პოლონეთიდან საქართველოსა და პაკისტანის რამდენიმე მოქალაქის საკუთარ სახელმწიფოში დაბრუნების ოპერაციის ნაწილი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend