მთავარიმსოფლიოისრაელმა და „ჰამასმა“ დონალდ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების პირველ ნაწილს ხელი მოაწერეს

ისრაელმა და „ჰამასმა“ დონალდ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების პირველ ნაწილს ხელი მოაწერეს

აშშ-ის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა 8 ოქტომბერს თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრესკონფერენციის დროს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, დონალდ ტრამპს მოულოდნელად წერილი გადასცა და გადაულაპარაკა.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, მარკო რუბიომ მას შეატყობინა, რომ მხარეები ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, რის შემდეგაც მან დასძინა, რომ თუ ეს სიმართლეა, ის რეგიონს პირადად ეწვევა.

„ახლო აღმოსავლეთში პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესახებ აშშ-სა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის საუბარი მიმდინარეობს. მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში – ეს მშვენიერი ფრაზაა და ვიმედოვნებთ, რომ ახდება. ამაზე კარგად მუშაობენ. შესანიშნავი გუნდი გვყავს და მოლაპარაკებები გამოსდით, თუმცა მოლაპარაკებების წარმართვა არც მეორე მხარეს უჭირს.

ვფიქრობ, მაინც ყველაფერი გამოვა, დიდი შანსია. შეიძლება კვირის ბოლოს ახლო აღმოსავლეთში წავიდე. ვნახოთ. საქმე გვაქვს როგორც „ჰამასთან“, ისე ბევრ ქვეყანასთან. ყველა ისლამური ქვეყანა ჩართულია პროცესში. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. საბოლოოდ, ჩვენ საქმე „ჰამასთან“ გვაქვს. თუ ყველაფერი მართლაც კარგად წავა, 11 ან 12 ოქტომბერს ახლო აღმოსავლეთში გავემგზავრები“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მოგვიანებით, სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ მისი სამშვიდობო გეგმის პირველ ნაწილს ხელი უკვე მოაწერეს.

ყველა მძევალი გათავისუფლდება, ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის დიდ ნაწილს დატოვებენ.

„კურთხეულ არიან მშვიდობისმყოფელნი“, – წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი Truth Social-ზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend