მთავარისაქართველოგამოცემა „ნეტგაზეთი" აქვეყნებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის წერილს საქართველოს ელჩის დაბარების...

გამოცემა „ნეტგაზეთი” აქვეყნებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის წერილს საქართველოს ელჩის დაბარების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოცემა „ნეტგაზეთთან“ დაადასტურა, რომ მათ მოითხოვეს შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა. სახელმწიფო დეპარტამენტს ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ოფიციალური წერილი სწორედ „ნეტგაზეთმა“ გაუგზავნა და როგორც გამოცემა წერს, მათ პასუხი გუშინ, 7 ოქტომბერს, მიიღეს.

„ნეტგაზეთი“ ასაჯაროებს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი პასუხის თარგმანს, რომელშიც წერია, რომ საქართველოს ელჩთან შეხვედრის მთავარი მიზეზი საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მხრიდან ცრუ ცნობების გავრცელებაა. სახელმწიფო დეპარტამენტი გამოცემას პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ სტანდარტულ ფინანსურ გადარიცხვებს.

„ნეტგაზეთი“ წერს, რომ მათ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ კითხვაზე პასუხი მიიღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირისგან.

„განმარტების ძიების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა ამჯობინეს მედიით გავრცელებული ამ მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რითაც აშშ-ის საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შეიქმნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს ფინანსური სერვისების ცენტრი გასცემს სახელფასო ანაზღაურებას ამერიკელი და ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი ქვეყნების მთავრობებისა და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით“, – ეს არის ციტატა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გაგზავნილი პასუხის ქართული თარგმანიდან, რომელიც გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის საელჩოს გავლით ტაილანდიდან საქართველოში რევოლუციური მიზნების დაფინანსების შესახებ ერთ-ერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ მოამზადა მასალა, რომელშიც ამ თემაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც საუბრობდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend