მთავარისაქართველო„საქართველო რუსულ პროპაგანდას ეწევა“ - ევროკომისიის პრესსპიკერი

„საქართველო რუსულ პროპაგანდას ეწევა“ – ევროკომისიის პრესსპიკერი

„საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ეწევა“ – ამ განცხადებით ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ჟურნალისტის მიერ საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხავს უპასუხა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები „პროპაგანდაა რუსული სახელმძღვანელოდან“, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დეზინფორმაციის გავრცელებასა და ევროკავშირის ელჩზე თავდასხმებს ეხება.

ანიტა ჰიპერმა ასევე, დასძინა, რომ საქართველოში არჩევნები წარიმართა ძლიერი რეპრესიებით ფონზე.

„ჩვენ ვნახეთ არჩევნები, რომელიც წარიმართა მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებზე ძლიერი რეპრესიებით. ჩვენ ასევე ვნახეთ დაბალი აქტივობა და ოპოზიციის ბოიკოტი, ვიხილეთ, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები ეუთო/ოდირიდან დროულად, ამან ძირი გამოუთხარა დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს რუსულ პროპაგანდას. ეს არის სახელმძღვანელო, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციას, თავდასხმებს ჩვენს ელჩზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. ამის თქმის შემდეგ, ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას ყველა მხარისგან, ევროკავშირი ყოველთვის მოუწოდებდა მშვიდობიანი პროტესტისკენ, მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ, როგორც ზოგადი უფლებისკენ და ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა.

ევროკომისიის პრესსპიკერს ასევე ჰკითხეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ. ანიტა ჰიპერს ერთ-ერთმა რეპორტიორმა ჰკითხა, , შეუძლია თუ არა საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი „ქართული ოცნების“ არსებული პოლიტიკის პირობებში.

„ჩვენ ახლა კვლავაც ვიმყოფებით მასიური დემოკრატიული უკუსვლის კონტექსტში, რომელიც ვიხილეთ საქართველოში. ჩვენ მინიმუმამდე შევამცირეთ ყველა პოლიტიკური კონტაქტი. ასე რომ, ჩვენი მხარდაჭერა აქვს დამოუკიდებელ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ თქვეს და ასევე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომაც, ეს იყო დისკუსიების საგანი. გაწევრების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ახლა ერთადერთი, რასაც ვხედავთ არის, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზას საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა.

პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე მალევე გამოეხმაურა ანიტა ჰიპერის განცხადებას – „როცა არ გაქვს არგუმენტი, დაუძახე ოპონენტს რუსი – აკერმანის სახელმძღვანელოდან“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend