მთავარისაქართველოშსს-მ კიდევ 13 პირი დააკავა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით

შსს-მ კიდევ 13 პირი დააკავა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ 13 პირი. ამის შესახებ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, მიმდინარეობს „მიმალვაში მყოფი” კიდევ ორი პირის ძებნა და „შესაბამისი საპოლიციო ღონისძიებები”.

ბრიფინგზე ითქვა, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლით.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი – ესენი არიან: თ.მ., ა.ნ., დ.ჟ., ბ.მ., ა.გ., ე.შ., გ.რ., ვ.ფ., დ.ს., მ.მ., ა.ხ., კ.მ. და ს.მ..

ორი პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში. პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს, მათი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend