შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი დააკავა.
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედებათ ბრალად.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავებულია აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი – მათივე ცნობით ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
4 ოქტომბერს, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაიგეგმა. მოქალაქეები ჯერ რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლეს, ათონელის ქუჩაზე.
რამდენიმე მათგანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავებულია აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი – მათივე ცნობით, ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საპროტესტო აქციის პარალელურად ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატემბა გაიმარჯვეს, ასევე წინასწარი მონაცემებით ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ექნება. ცესკოს ინფორმაციით საქართველოს მასშტაბით არჩევნებზე 1 438 116 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40.93% პროცენტს შეადგენს.
ოპოზიციის ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და მასში მონაწილეობა არ მიუღია. ძირითადი პოლიტიკური პარტიებიდან თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ლელო ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“ და გირჩი მონაწილეობდნენ.
თბილისის მერის თანამდებობას კახა კალაძე მესამედ დაიკავებს. დედაქალაქში სულ 1 43 482 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკოს თანახმად, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძეს ხმა მისცა 214 872 თბილისელმა, რაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 71,58% -ია. ლელოს კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ხმების 12.2% მიიღო, მას 36 863 ამომრჩევლის ხმა ერგო, მესამე ადგილი კი იაგო ხვიჩიამ დაიკავა პარტიიდან გირჩი, მას 22 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც 7.6%ია.