მთავარისაქართველოცესკომ თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა

ცესკომ თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თვითმმართველობის არჩევნების პირველადი, წინასწარი შედეგები გამოაცხადა. გიორგი კალანდარიშვილმა ხმების ელექტრონულად დათვლის შედეგები წარადგინა, თუმცა მისივე განმარტებით, საარჩევნო უბნებზე ბიულეტენებს ტრადიციული წესით, ხელითაც  დაითვლიან.

ცესკოს პირველადი შედეგების თანახმად, თბილისსა და რეგიონებში, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით, გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა:

კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ – 71.557%

ირაკლი კუპრაძე – „ძლიერი საქართველო-ლელო“ – 12.459%

იაგო ხვიჩია – „გირჩი“ – 7.528%

ზურაბ მახარაძე „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 4.121%

კახა კუკავა – „თავისუფალი საქართველო“ – 1.468

ოთარ ჭითანავა – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 0.883%

გიორგი გაჩეჩილაძე „მწვანეთა პარტია” –  0.779%

თეიმურაზ ბოკელავაძე – „მამული, ენა, სარწმუნოება“ – 0.763%

გიორგი ლილუაშვილი – „საქართველო“ – 0.442%

რაც შეეხება სხვა თვითმმართველი ქალაქების შედეგებს:

რუსთავში მმართველი პარტიის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ ხმათა 91%-ზე მეტი მიიღო, მისმა ოპონენტმა, თამარ კეკენაძემ, „გახარია საქართველოდან“ კი – 8.67%.

ცესკოს მონაცემების თანახმად, ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, დავით ერემაშვილმა ხმათა 85.6% აიღო, მისმა ოპონენტმა, პარტია „გახარია საქართველოდან“ პაატა ზაქარეიშვილმა – 8.07%, ხოლო გიორგი ამაღლობელმა, პარტია „საქართველოდან“ – 6.2%.

ფოთში მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატი მონაწილეობდა. ცესკოს თანახმად, ბექა ვაჭარაძემ „ქართული ოცნებიდან“, არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმათა 100% მიიღო.

ბათუმში 5 კანდიდატი მონაწილეობდა, სადაც ასევე მმართველი პარტიის კანდიდატმა, გიორგი ცინცაძემ გაიმარჯვა, ხმათა 80.6%-ით. ცესკოს ინფორმაციით, 10.3% მიიღო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატმა, გოჩა გუგუნავამ. 4.2% მიიღო „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ კანდიდატმა, ზვიად კვირიკაძემ. 2.43% მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კახაბერ ცისკარიძემ. თამარ მიქელაძემ პარტიიდან „მამული, ენა, სარწმუნოება“ აიღო ხმათა 2.3%.

რაც შეეხება შედეგებს პროპორციული წესით – დედაქალაქსა და რეგიონებში:

თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 70% მიიღო.

მთელი ქვეყნის მასშტაბით კი –  80.7%.

თბილისში პროპორციული წესით „ძლიერმა საქართველო ლელომ“ ხმათა 10% მიიღო, ქვეყნის მასშტაბით კი – 6.77%

პარტია „გირჩმა“ პროპორციული წესით თბილისში 7.4%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, ქვეყნის მასშტაბით კი – 3.2%-იანი.

პროპორციული წესით დედაქალაქში 3%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, ქვეყნის მასშტაბით კი – 3.8%.

თბილისში ხმათა 4.3% მიიღო პარტიამ „კონსერვატორები საქართველოსთვის“, ქვეყნის მასშტაბით კი – 2.7%

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს – მათ ხმათა 1% ან 1%-ზე ნაკლები მხარდაჭერა მოიპოვეს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, დათვლილია უბნების თითქმის 99%.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობითვე, წელს მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საჩივარი დაიწერა, რაც ყველა სხვა არჩევნებთან შედარებით, უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელია.

წლევანდელ არჩევნებს არ აკვირდებოდნენ საქართველოში მოქმედი, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. კენჭისყრის პროცესს წელს არც ეუთო/ოდირის მისია დაჰკვირვებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend