მთავარისაქართველოსახალხო დამცველი: „დაუშვებელია მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ"

სახალხო დამცველი: „დაუშვებელია მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ”

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის ქუჩებში ბოლო საათებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი განმარტებით, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების დროს მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ.

ლევან იოსელიანი წერს, რომ მნიშვნელოვანია, შეკრების მონაწილეები პროტესტის გამოხატვისას არ გასცდნენ კანონით დაცულ ფარგლებს.

„განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება აქციის ორგანიზატორებს, რომლებსაც ევალებათ მშვიდობიანად წარმართონ შეკრება და არ მოუწოდონ მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივი ქმედებებისკენ; ხოლო, ძალის გამოყენების შემთხვევაში პოლიცია უნდა მოქმედებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით. აგრეთვე, თბილისის სხვადასხვა ადგილას მიმდინარე შეკრებების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს არ შეეზღუდოთ კონსტიტუციით დაცული უფლებით სარგებლობა და მათ მიმართ არ იყოს გამოყენებული საპოლიციო ძალა”, – წერია განცხადებაში.

ლევან იოსელიანი ასევე ყურადღებას ამახვილებს მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებმა შეუფერხებლად უნდა შეძლონ თავისი საქმიანობის განხორციელება. ის შეახსენებს მხარეებს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა დადგენილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend