მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკასაპარლამენტო არჩევნები ჩეხეთში

საპარლამენტო არჩევნები ჩეხეთში

ჩეხეთის რესპუბლიკაში 3 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო, რომლის შედეგებმაც შესაძლოა, უკრაინის მხარდაჭერა შეამციროს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, ანდრეი ბაბიშის პარტია ANO ლიდერობს და მისი გამარჯვების შანსები უფრო მაღალია, ვიდრე მმართველი პროდასავლური კოალიციის, რომელსაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა ხელმძღვანელობს.

ბაბიშის გამარჯვებამ შესაძლოა ჩეხეთი, უნგრეთისა და სლოვაკეთის ორბიტაზე გადაიყვანოს, რომლებიც რუსეთთან კავშირების შენარჩუნებას ემხრობიან და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარს ამბობენ.

ბაბიშმა გასულ წელს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანთან ერთად ევროპარლამენტში ახალი ალიანსი, „ევროპის პატრიოტები“ დააარსა, რაც იყო მნიშვნელოვანი ცვლილება ლიბერალური „განახლების“ ჯგუფიდან, რომელშიც მანამდე იყო გაერთიანებული.

არჩევნებში უკვე მიიღო მონაწილეობა ჩეხეთის ამჟამინდელმა პრემიერ-მინსიტრმა პეტრ ფიალამაც, რომლის თქმითაც ამ არჩევნებზე გადაწყდება თუ რა გზით უნდა წავიდეს ჩეხეთი.

ხმის მიცემა 4 ოქტომბერს დასრულდება და დაიწყება ხმის დათვლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend