ღაზაში ათასობით პალესტინელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეშვეობით ბევრი მათგანი სამკურნალოდ მეზობელ იორდანიასა და სხვა დასავლურ ქვეყნებში გადაიყვანეს.
თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კიდევ რჩება 15 600 პაციენტი, რომელთათვისაც სამედიცინო ევაკუაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სამხრეთ ღაზის საავადმყოფოებში პაციენტების დიდ ნაკადს ვეღარ უმკლავდებიან. ისრაელელი სამხედროების გაძლიერებული იერიშების გამო, ათიათასობით პალესტინელი იძულებელია, ქალაქი ღაზა დატოვოს. გაეროს მონაცემებით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქალაქი 450 000-ზე მეტმა პალესტინელმა დატოვა.
ღაზაში დარჩენილი ათასობით პალესტინელი კი შიმშილის ზღვარზე არიან.
Tens of thousands of #Palestine Refugees continue to face repeated displacement.
Families are forced to leave homes, often at great personal cost, while access to food, water, and safety remains limited.#CeasefireNow and safe humanitarian access are urgently needed. pic.twitter.com/7v1Ror6enO
— UNRWA (@UNRWA) October 3, 2025
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძალისხმევით, ღაზიდან იორდანიასა და იტალიაში სამედიცინო დახმარების მისაღებად ათობით პაციენტი და მათი თანმხლები პირები გადაიყვანეს.
„პაციენტები და მათი თანმხლები პირები აქედან მოდიან სასწრაფო დახმარების მანქანებით, ავტობუსებითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ესკორტით, რათა უსაფრთხოდ გაიარონ საბრძოლო ზონები ქერემ შალომამდე. შემდეგ ისინი სხვა ავტომობილებით რამონის აეროპორტამდე და ალენბის ხიდამდე მიდიან, რათა საბოლოოდ იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და იორდანიაში გადავიდნენ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. საჭიროა კიდევ ბევრი ასეთი მისია და მიმღები ქვეყანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვალდებულია, ასეთ მისიებს მხარი დაუჭიროს“, – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წარმომადგენელი და ტრავმატოლოგი, ათანასიოს გარგავანისი.
მას შემდეგ, რაც 2023 წლის ოქტომბერს ისრაელ-ჰამასის ომი დაიწყო, ღაზიდან ევაკუირებული პაციენტების საერთო რაოდენობა 7,841-ამდე გაიზარდა. თუმცა, ადგილობრივი ექიმების თქმით, კიდევ ბევრ პაციენტს სჭირდება მკურნალობა სხვა ქვეყნაში.