პირველ ოქტომბერს კახეთში 74 წლის კაცმა 53 წლის ცოლი დანით მოკლა. შსს-ის ინფორმაციით, მან ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
გუშინ, 2 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა 34 წლის ქალი, რომელსაც 25 სექტემბერს ყოფილმა ქმარმა გულ-მკერდისა და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფემიციდის ორი შემთხვევა მძიმე რეალობის მხოლოდ ნაწილია. წლიდან წლამდე ქვეყანაში სურათი არ იცვლება და თითქმის არ გადის თვე ქალებზე საბედისწერო ძალადობის გარეშე.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში სახალხო დამცველის მოადგილემ, ირინა ჩიხლაძემ ისაუბრა.