გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის ღამეს დრონებმა შეაფერხეს მიუნხენის აეროპორტის მუშაობაც – აეროპორტი 3 ოქტომბერს გაიხსნა.
აეროპორტის დახურვამ 20-მდე რეისის გაუქმება ან გადადება გამოიწვია. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოიწვია მსჯელობა ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაუცველობის შესახებ.
მიუნხენის აეროპორტში რეისები უკვე ჩვეული განრიგით სრულდება – აეროპორტის განცხადებით, 2 ოქტომბრის საღამოს რამდენიმე დრონის იდნეტიფიცირების შემდეგ, იძულებული გახდნენ, შეეჩერებინა ავიარეისები, რამაც თითქმის 3000 მგზავრი შეაფერხა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.