10 ოქტომბერს თბილისში ადამიანური რესურსების ე.წ. HR კონგრესი გაიმართება.
HR პროფესიონალთა ასოციაციის ინფორმაციით, ეს დღე ერთ სივრცეში აერთიანებს მათ, ვინც ადამიანური კაპიტალის მომავალს აყალიბებს.
კონგრესისა და ზოგადად HR-ის როლსა და საქართველოში ამ მიმართულების განვითარების ტენდენციებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტმა სერგო ნოზაძემ ისაუბრა.