მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა ევროკავშირისგან რუსეთისთვის სანქციების მე-19 პაკეტის დაწესებას ელის

უკრაინა ევროკავშირისგან რუსეთისთვის სანქციების მე-19 პაკეტის დაწესებას ელის

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-19 პაკეტის დამტკიცებას ელის.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კრემლმა ომის დაფინანსება ვეღარ უნდა შეძლოს. ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ევროპამ შეზღუდოს რუსული რესურსების, განსაკუთრებით ნავთობის, შეძენა.

„ჩვენ ევროკავშირისგან ველით სანქციების მე-19 პაკეტის სწრაფ დამტკიცებას. ​​ის თითქმის მზადაა. მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო. მოგიწოდებთ ყველას, მხარი დაუჭიროთ. ეს ასევე ხელს შეუწყობს ჩვენს ურთიერთობებს აშშ-სა და პრეზიდენტ ტრამპთან. მას სურს, დაინახოს, რომ ევროპა ამ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს. ევროპის მხრიდან მკაცრი ქმედებები გააძლიერებს აშშ-ს რეაგირებასაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ შეზღუდოს რუსული რესურსების, განსაკუთრებით ნავთობის შეძენა. რუსულ ნავთობტანკერებსა და ენერგოექსპორტის უკან მდგომ ფულად სისტემებზე ზეწოლა ასუსტებს პუტინს და ხელს უწყობს პრეზიდენტ ტრამპის ევროპასთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს წევრებისადმი ვიდეომიმართვაში ასევე განაცხადა, რომ უკრაინა სრულად მზად არის ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპამ თავისი დაპირებები უნდა შეასრულოს ისევე, როგორც კანდიდატი ქვეყნები ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend