როგორ ესაუბრება ბიზნესი დღეს მომხმარებელს და რას ელის მომხმარებელი ბიზნესისგან? ამ თემით კვლევითი კომპანია „ეისითი” დაინტერესდა.
როგორც ირკვევა, ქართველი მომხმარებელი თითქმის ყველა ინდუსტრიაში უფრო მეტად მეგობრულ და უშუალო კომუნიკაციას აფასებს.
რამდენად ემთხვევა ქართული რეალობა გლობალურ ტენდენციებს – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „ეისითი კვლევის” პორტფოლიოს ლიდმა, ეკატერინე ეჯიბაძემ ისაუბრა.