მთავარისაქართველოაშშ-ის საელჩოს განცხადება

აშშ-ის საელჩოს განცხადება

აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს განცხადებას, რომელშიც წერია, რომ სანამ ამერიკის მთავრობის მუშაობა შეჩერებულია, მათი გვერდი რეგულარულად არ განახლდება და მხოლოდ გამოქვეყნდება ინფორმაცია გადაუდებელი უსაფრთხოების შესახებ – საჭიროების შემთხვევაში.

მათივე ცნობით, ამ პერიოდში დაგეგმილი საპასპორტო და სავიზო მომსახურება შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში შესაძლებლობის ფარგლებში გაგრძელდება.

აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა შეაჩერა. მთავარი მიზეზი რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი კანონპროექტია, რომლის მხარდაჭერაზეც დემოკრატები უარს აცხადებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend