თბილისში პირველმა „სურსათის ბანკმა“ დაიწყო ფუნქციონირება. პროექტის ინიციატორები არიან საქველმოქმედო ორგანიზაცია “ენკენია”და „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია“.
“სურსათის ბანკი” არის დიდი საწყობი, რომელიც სუპერმარკეტების ქსელებიდან და სადისტრიბუციო კომპანიებიდან ლოგისტიკურად ჭარბი სურსათის მიღებას და იმ ადამიანებისთვის გადაცემას უზრუნველყოფს, ვისაც ის სჭირდება.
როგორია სურსათის ბანკის მუშაობის სპეციფიკა, ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა ისაუბრა.