რა მიზანი და დატვირთვა აქვს თანამედროვე თეატრს? რა განაპირობა დრომ, სოციალურმა კონტექსტმა, სცენაზე ტექნოლოგიების შემოტანამ, ახალმა ვიზუალურმა ფორმებმა?
რას ეძებს მაყურებელი თეატრში? რა ფუნქცია აქვს თეატრს 2020-იანი წლების საქართველოში? როგორ იქმნება სივრცე, სადაც წარმოდგენა იწყება არა ფარდის გახსნით, არამედ კითხვით – „რატომ?“
ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში „თეატრი სახელოსნო 42-ის“ დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ლევან წულაძემ ისაუბრა.