მთავარიგადაცემებიMake it Workდანიელი ხელოსნები ევროპის მწვანე მომავალს საკუთარი ხელით ქმნიან

დანიელი ხელოსნები ევროპის მწვანე მომავალს საკუთარი ხელით ქმნიან

დანიაში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს ხელოსნობას ასწავლიან, რათა ევროპის მწვანე პლატფორმაზე გადასვლისთვის აუცილებელი კვალიფიკაციის დეფიციტი აღმოფხვრან.

კოპენჰაგენიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე მდებარეობს პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრი, რომელიც დანიელ სტუდენტებს ხელმარჯვე ოსტატებად აქცევს. ამ სასწავლებელში 180 სტუდენტი ეუფლება  სხვადასხვა ხელობას, რომლებსაც მრეწველობა ხშირად ითხოვს. ესენია: მინის ჩასმა, სახურავის გადახურვა და მშენებლობა.

სტუდენტების სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობას, რომლის დროსაც სტუდენტები ხვდებიან, რომ, ტრადიციული აკადემიური განათლების გარდა, სხვა ბევრი შესაძლებლობაც არსებობს. და ეს შესაძლებლობა ცხოვრების სულ სხვადასხვა ეტაპზე მყოფ ადამიანებს იზიდავს.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლება ხშირად უფრო გარანტირებულ დასაქმებას სთავაზობს, ვიდრე ტრადიციული აკადემიური, ამ ტიპის განათლებაზე მაინც ნაკლებია მოთხოვნა და სტუდენტების ნაკადი. პროექტი „მარჯვე ხელები მომავალი ინიციატივებისთვის“ (The Clever Hands for the Future initiative), ამ რეალობის შეცვლას აპირებს. ეს სამწლიანი პროექტი, რომელსაც ევროკავშირის „სოციალური ფონდი პლუსი“ 1. 95 მილიონი ევროთი აფინანსებს, ახალ მეთოდებს მიმართავს, რათა პროფესიული განათლების კარიერული უპირატესობა წარმოაჩინოს.

2021-2027 წლებში ევროკავშირი 150 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტირებას აპრიებს განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. ამ თანხის დიდი ნაწილი დაეთმობა პროფესიულ განათლებასა და გადამზადებას. მოთხოვნადი კვალიფიკაციის დეფიციტი რომ აღმოიფხვრას, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და ციფრულ სექტორებში, ევროპული სტრატეგია ხელს უწყობს კვალიფიკაციის ამაღლების დაფინასებასა და მისი სტანდარტების ჰარმონიზაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.

ევროპის მომავალი მხოლოდ ტექნოლოგიასა და ოსტატობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ კვალიფიცირებულ ადამიანებზე, რომელთაც სამუშაოს შესრულება შეუძლიათ. პროფესიულ განათლებასა და გადამზადებაში დღეს ინვესტიციების ჩადება მომავლის მუშახელს უზრუნველყოფს.

ავტორი: ბრაიან კარტერი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend