სლოვენიის მთავრობამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ლიუბლიანამ ისრაელის პრემიერს აუკრძალა სლოვენიის ტერიტორიაზე შესვლა. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ამ ნაბიჯით სლოვენია მკაფიოდ აცხადებს, რომ რჩება საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ძირითადი უფლებების ერთგული.
„ამ ნაბიჯით სლოვენია ადასტურებს ერთგულებას საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებებისა და საშინაო პოლიტიკის თანმიმდევრულობისა და პრინციპულობისადმი“, – განაცხადა ნევა გრაშიჩმა, სლოვენიის საგარეო და ევროპის საკითხებში სამინისტროს სპიკერმა.
ასეთივე შეზღუდვები დაწესებული აქვთ ისრაელის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებსაც, მათ შორის არიან ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრები – იტამარ ბენ-გვირი და ბეზალელ სმოტრიჩი.
2025 წლის აგვისტოში სლოვენიამ ემბარგო დააწესა ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაზე.


