მთავარიაზიაისრაელი„ისრაელელების მიწის გულში პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს” - ბენიამინ ნეთანიაჰუ

„ისრაელელების მიწის გულში პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ-იორკში გაემგზავრა ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუს მსოფლიო ლიდერები პარასკევს მოუსმენენ. ისრაელის ლიდერი აპირებს, რომ საჯაროდ დაგმოს ათამდე ქვეყნის გადაწყვეტილება, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მათ არ ესმით, რომ რეალურად ტერორიზმს აჯილდოებენ. „ისრაელის გულში პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს” – აღნიშნა მან თელ-ავივიდან გამოფრენამდე.

ისრაელის პრემიერი შეხვდება სტრატეგიულ მოკავშირეს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ასევე ნეგატიურად შეაფასა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, პორტულაგიის, ბელგიისა თუ სხვა ათამდე ქვეყნის გადაწყვეტილება, აღიარონ პალესტინა.

„გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვილაპარაკებ სიმართლეს, ისრაელელი ხალხის მხრიდან, ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის მხრიდან.

დავგმობ იმ ლიდერებს, რომლებსაც მკვლელების, მოძალადეების, ბავშვების მახრჩობელების დაგმობის ნაცვლად მათთვის სახელმწიფოს მიცემა სურთ – ისრაელის კუთვნილი მიწის გულში. ეს არ მოხდება.

შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს და განვიხილავ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენს გამარჯვებას მოაქვს – ასევე იმას, რომ დასასრულებელია ომის მიზნები – ტყვეები დასაბრუნებლები არიან, „ჰამასი” კი დასამარცხებელი. მშვიდობის წრე კი, რომელიც  ჩვენთვის ოპერაცია „შემართულ ლომში”  ისტორიული გამარჯვებით გაიღო, უნდა გაფართოვდეს“, – ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend