საერთაშორისო მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ამას ხელი შეუწყო დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების გამოჩენამ, ონლაინჯავშნის პლატფორმებისა და სხვა ტექნოლოგიური სერვისების განვითარებამ.
ამ ცვლილებების ფონზე „ეისითი კვლევის“ მიერ ჩატარებული ონლაინგამოკითხვა დეტალურად აანალიზებს საქართველოს მოქალაქეების სამოგზაურო ჩვევებს, მათ შორის მოგზაურობის სიხშირეს, ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს, დაგეგმვის სტილსა და იმ ფაქტორებს, რომლებიც საბოლოო არჩევანს განსაზღვრავს.
კვლევის შედეგებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ACT კვლევის უფროსმა ანალიტიკოსმა, ნათია ხიჯაკაძემ ისაუბრა.