მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს კვლავ მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს

ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს კვლავ მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გზავნილებს მიესალმება და სჯერა, რომ დონალდ ტრამპისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ომის დასრულებამდე გაგრძელდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ „ფოქს ნიუსზე“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო როგორც ევროპის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან ამერიკელ კოლეგასთან დეტალურად განიხილა სანქციების ახალი, უფრო მკაცრი პაკეტი.

„პრეზიდენტი ტრამპი უფრო პოზიტიური იყო და აჩვენა, რომ ბოლომდე სურს უკრაინის მხარდაჭერა. ამიტომ მზად ვართ, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. მას ეს სურს, მეც მინდა და ჩვენს ხალხსაც სურს. თუმცა მას ესმის, რომ ეს არ უნდა პუტინს. პრეზიდენტ ტრამპს ესმის, რომ ის ვერ იმარჯვებს, მაგრამ ყველას ეუბნება, რომ გაიმარჯვებს. ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო, ძალიან პოზიტიური გზავნილები იყო, რომ ტრამპი და აშშ ომის ბოლომდე ჩვენთან იქნებიან. პრეზიდენტ ტრამპ ესმის, რომ პუტინზე მეტი ზეწოლაა საჭირო. ევროპის მხრიდან საკმარისი ზეწოლა არ არის, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუმდე უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend