მთავარიევროპასაფრანგეთიუკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართეს

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხები განიხილეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზამთრის წინ რუსეთის მხრიდან დაბომბვის მასშტაბის გაზრდის ფონზე სწრაფი მოქმედებაა საჭირო.

ასევე შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების პერსპექტივა და რუსეთის წინააღმდეგ მორიგი მკაცრი სანქციების დაწესების საკითხი.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რუსეთის მიერ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ გაზრდილი აგრესია და პროვოკაციები, მათ შორის პოლონეთის, რუმინეთისა და დანიის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების, ხოლო ესტონეთში გამანადგურებელი თვითმფრინავების გამოჩენის შემთხვევები.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend