მთავარისაქართველომიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა.

ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავად მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სერბეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს

„მოხარული ვარ, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო დინამიკურ ხასიათს იძენს – შეხვედრაზე პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთში მიმიწვია, მე კი ჩემი სერბი კოლეგა საქართველოში მოვიპატიჟე“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო ერებისადმი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა დღეს, 25 სექტემბერს, არის დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend