25-27 სექტემბერს „დიზაინ ინსტიტუტი“ სოციალური დიზაინის დღეებს მართავს.
სოციალური დიზაინის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, რომელიც დაეთმობა ურბანულ სივრცეებსა და მემკვიდრეობას. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი მომხსენებელი საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.
რას მოიაზრებს სოციალური დიზაინი და რა იგეგმება სოციალური დიზაინის დღეების ფარგლებში – ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში „დიზაინ ინსტიტუტის” დამფუძნებელმა, ნინო ეგაძემ ისაუბრა.