მთავარიგადაცემებიScenesვენეციელი გონდოლიერები ქალაქის უნიკალური არხების სისუფთავეზე ზრუნავენ
ვენეციელი გონდოლიერები ქალაქის უნიკალური არხების სისუფთავეზე ზრუნავენ
გააზიარე
ვენეციის სახელგანთქმული არხების ზედაპირის ქვეშ საუკუნოვანი ნარჩენებით სავსე ფსკერი იმალება.
როდესაც ვენეციის ტურისტული სეზონი მინავლდება და ტურისტებით სავსე გონდოლები დაცარიელდება, ორი გონდოლიერი სტეფანო ვიო და მარკო პაგანო ვენეციის მღვრიე არხებში იწყებენ ყვინთვას, რათა მათი ფსკერი საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ნარჩენებისგან გაწმინდონ და წყალს კამკამა ლურჯი ფერი დაუბრუნონ. სხვა მყვინთავებთან ერთად ამ მოხალისე გონდოლიერებმა არხებიდან უკვე 30 ათასი კილოგრამი ნარჩენი ამოიღეს, რათა საყვარელ ქალაქში სისუფთავე შეინარჩუნონ.