საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როდესაც ირანის ბირთვული პროგრამა სრულად გაკონტროლდება.
ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ირანის ბირთვული პროგრამა ნაწილობრივ განადგურებულია, თუმცა მაკრონის განცხადებით, ის სრული კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით, საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ დაიწყეს კოლექტიური შეთანხმების პროცესი, რომელიც ირანის წინააღმდეგ ადრე დაწესებული ყველა საერთაშორისო სანქციის აღდგენას ითვალისწინებს.
„რეგიონში მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ არის განადგურებული, სრულად კონტროლის ქვეშ მოექცევა. სწორედ ამ მიზეზით, საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ კოლექტიური შეთანხმება დაიწყეს. პროცესი, რომელიც ირანის წინააღმდეგ ადრე დაწესებული ყველა საერთაშორისო სანქციის აღდგენას გულისხმობს. მათ გადაწყვიტეს, კარი გაეღოთ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთვის და მიეცათ საშუალება შეემოწმებინათ გამდიდრებული ურანის მარაგები. შემდეგი ნაბიჯები გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანი უნდა დაუბრუნდეს მშვიდობის გზას. ემანუელ მაკრონმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისთვისაც გამოთქვა მზაობა.