სლოვაკეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები პრორუსი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს, წინააღმდეგ გამოდიან. აქციები სლოვაკეთის 19 ქალაქსა და დაბაში გაიმართა, მათ შორის დედაქალაქ ბრატისლავაშიც.
მოქალაქეები აპროტესტებენ მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ დამტკიცებულ დაზოგვის პაკეტს, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს. საპროტესტო დემონსტრაციების ბოლო ტალღა გამოიწვია ფიცოს ჩინეთში ვიზიტმა, სადაც ის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მესამედ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
ფიცო ასევე ღიად აპროტესტებს ევროკავშირის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში. აქციაზე სლოვაკეთის მოსახლეობას სიტყვით მიმართა პარტია „პროგრესული სლოვაკეთის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხალ სიმაცკამ.
„საბოლოოდ, ეს ოჯახები თქვენ წინააღმდეგ აჯანყდებიან, რადგან თქვენ მათ ძარცვავთ და დასცინით. თქვენ ყველანაირი კავშირი დაკარგეთ სლოვაკ ხალხთან. ეს თქვენი დასასრულია. ჩვენ ახლა ფიცოს რეჟიმის დასასრულის დასაწყისს ვუყურებთ“, – პარტია „პროგრესული სლოვაკეთის“ წარმომადგენელი, მიხალ სიმაცკა.

