მთავარიამერიკააშშ„უკრაინა შეძლებს, თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდეს“ - დონალდ ტრამპი

„უკრაინა შეძლებს, თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდეს“ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ რუსეთი ეკონომიკურად დასუსტებულია და უკრაინის წინააღმდეგ ომში წარმატებას ვერ აღწევს. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ევროპისა და NATO-ს მხარდაჭერით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა, დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები.

„უკრაინა/რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური ვითარების სრულად გაცნობისა და გააზრების, ასევე რუსეთისთვის მიყენებული ეკონომიკური პრობლემების დანახვის შემდეგ, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, შეძლებს ბრძოლას და მთელი უკრაინის თავდაპირველი სახით დაბრუნებას დროის, მოთმინების და ევროპის და კონკრეტულად ნატოს მხარდაჭერით, თავდაპირველი საზღვრებით, საიდანაც ეს ომი დაიწყო. რეალური ვარიანტია. რატომაც არა?“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპის თქმით, „რუსეთი სამ წელიწად-ნახევარი უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირა დასჭირდებოდა“.

„რეალურად ეს მათ „ქაღალდის ვეფხვად” წარმოაჩენს. როდესაც მოსკოვსა და მთელი რუსეთის მასშტაბით დიდ ქალაქებში, რეგიონებში მცხოვრები ხალხი დაინახავს რეალურად რა ხდება ამ ომში, ფაქტს, რომ მათთვის თითქმის შეუძლებელია გრძელ რიგებში ბენზინის ყიდვა, ასევე ყველაფერ დანარჩენს, რაც ხდება მათი ომის ეკონომიკაში, სადაც ფულის უდიდესი ნაწილი იხარჯება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც დიდი სულისკვეთება აქვს და ის მხოლოდ უმჯობესდება, უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება უფრო შორსაც წავიდნენ“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი იმასაც წერს, რომ რუსეთში ეკონომიკური პრობლემები მწვავედ დგას და სწორედ ახლაა უკრაინისთვის მოქმედების დრო.

„პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლემებში არიან და უკრაინისთვის მოქმედების დროა. როგორც არ უნდა იყოს, ორივე ქვეყანას კარგს ვუსურვებ. გავაგრძელებთ ნატოსთვის იარაღის მიწოდებას“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:19

„ROMA AMOR”

spot_imgspot_img
Send this to a friend