თბილისის მერიის დაფინანსებით ახალი პროექტის, „ისწავლე და დასაქმდის”, განხორციელება დაიწყო – ამის შესახებ პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის” დირექტორმა მათე ტაკიძემ განაცხადა.
მათე ტაკიძის თქმით, ეს მოკლევადიანი მომზადება–გადამზადების პროგრამები მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული და ბიზნესის საჭიროებებთან პირდაპირ კავშირშია.
პროგრამებზე რეგისტრაცია პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება. რამდენად დიდია მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა პროფესიულ პროგრამებზე და რა კრიტერიუმებით ხდება სასწავლებელში მიღება – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პროფესიული კოლეჯის „სპექტრი” დირექტორმა მათე ტაკიძემ ისაუბრა.