მთავარიამერიკააშშტრამპი ამბობს, რომ რუსული ესკალაციის გაგრძელების შემთხვევაში აშშ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს...

ტრამპი ამბობს, რომ რუსული ესკალაციის გაგრძელების შემთხვევაში აშშ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს დაეხმარება

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსული ესკალაციის გაგრძელების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს დაეხმარება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამის შესახებ კვირას, 21 სექტემბერს, კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, დაეხმარება თუ არა შტატები NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, ტრამპმა დადებითად უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ლიეტუვამ, ესტონეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ NATO-ს მოუწოდა, უფრო მკაცრი ნაბიჯები გადადგას რუსეთის პროვოკაციების წინააღმდეგ. მათ შორის, ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის საჰაერო საზღვრებს არღვევენ.

ეს მოწოდებები რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის 12-წუთიან დარღვევას მოჰყვა. შედეგად ესტონეთმა NATO-ს მეოთხე მუხლი აამოქმედა. მანამდე კი, სექტემბრის დასაწყისში, დრონებით დაირღვა პოლონეთის საჰაერო სივრცეც.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:04:19

„ROMA AMOR”

spot_imgspot_img
Send this to a friend