მთავარიამერიკააშშსაჰაერო ბუშტების შოუ აშშ-ში

საჰაერო ბუშტების შოუ აშშ-ში

აშშ-ის ქალაქ სენტ-ლუისში საჰაერო ბუშტების ფესტივალი გაიმართა. ამ შთამბეჭდავ სანახაობას ათიათასობით მაყურებელი დაესწრო. ღონისძიება პირველად 1973 წელს ჩატარდა და უკვე 50 წელიწადზე მეტია, ეს ტრადიცია ყოველწლიურად გრძელდება.

„ყოველწლიურად ფორესტ პარკში 100 000-ზე მეტ ადამიანს ვმასპინძლობთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ბუშტი გვყავს. ჩვენი ბუშტების უმეტესობა დაახლოებით 27 მეტრის სიმაღლისაა. რომ წარმოიდგინოთ ბუშტების მასშტაბი, თითოეულში შეიძლება 90 000 კალათბურთის ბურთი ჩაეტიოს. უბედნიერესი ვარ, როცა ყოველწლიურად ამ სილამაზეს ვხედავ და ხალხმრავლობას. როცა ვხედავ, თუ როგორი გაბრწყინებული თვალებით უყურებს დამსწრე საზოგადოება ამ სანახაობას, ვხვდები, რომ ფესტივალი შედგა“, – ამბობს ჯესიკა შტეგენი, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ორდღიანი ფესტივალის პირველი დღე ათასფერი საჰაერო ბუშტის გამოფენას დაეთმო. მეორე დღეს კი ბუშტების მეპატრონეები რბოლაში ჩაებნენ, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, შაბათს, 20 სექტემბერს, დაგეგმილი აფრენა და ბუშტების რბოლა გადაიდო. საჰაერო ბუშტების ფესტივალზე, საერთო ჯამში, 50-ზე მეტმა პილოტმა საოცარი სანახაობა აჩუქა დამსწრე საზოგადოებას.

სკოტი და სინტია ვუგები 40 წელია, დაქორწინებულები არიან და აქედან 30 წელზე მეტი საჰაერო ბუშტების ფრენას მიუძღვნეს. ისინი ყოველწლიურად ბრუნდებიან სენტ-ლუისში, რათა ბუშტები აფრინონ ​​და დამსწრე საზოგადოების გაღიმებული სახეებით დატკბნენ.

„ბუშტებით ფრენა უდიდესი ისტორიის მატარებელი ტრადიციაა. ხალხს აქ ისეთ სანახაობას ვთავაზობთ, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან იშვიათია. ძნელია არ გაიღიმო და არ გაბედნიერდე, როცა შენ წინ უზარმაზარ საჰაერი ბუშტს ხედავ. ხალხს ღიმილი ნამდვილად სჭირდება და ჩვენ ამაზე ვზრუნავთ“, – ამბობს სკოტ ვუგი საჰაერო ბუშტის მეპატრონე.

გრეით ფორესტ პარკის ბუშტების ნათება და რბოლა არა მხოლოდ სენტ-ლუისის ტრადიციაა, არამედ ამერიკული ისტორიის ნაწილიც. 2000 წელს ეს ტრადიცია ამერიკული კონგრესის ბიბლიოთეკამ ადგილობრივ მემკვიდრეობად აღიარა.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:19

„ROMA AMOR”

spot_imgspot_img
Send this to a friend