ემანუელ მაკრონი რუსეთს ევროპაში დესტაბილიზაციის გამომწვევ, აგრესიული ძალად მოიხსენიებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთში არსებობს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის რაც შეიძლება დიდი ტერიტორიის განადგურებას, უკრაინაში გამარჯვებასა და NATO-ს დასუსტებას.
„რუსეთი ევროპაში დესტაბილიზაციის გამომწვევი და აგრესიული ძალაა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ გააძლიერეს თავდასხმა კიევზე და უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირეს. არსებობს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის რაც შეიძლება დიდი ტერიტორიის განადგურებას, უკრაინაში გამარჯვების მოპოვებასა და უბრალოდ იმის ხაზგასმას, რაც მათ სურთ NATO-ს სისუსტე”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში ემანულ მაკრონმა ასევე თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი არ გამოხატავს მზადყოფნას ომის დასასრულებლად.