მთავარიაზიაღაზადიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს

დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს

გაერთიანებული სამეფომ, ავსტრალიამ და კანადამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს. გადაწყვეტილებამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ისრაელში. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ პალესტინის სახელმწიფოს ფორმირება გამორიცხულია. ამასთან, გრძელდება საბრძოლო მოქმედებები. ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე განახლებული შეტევის ფონზე პალესტინელები განაგრძობენ ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადასვლას.

ღაზის სექტორში ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი პალესტინელები კმაყოფილი არიან თანამეგობრობის ქვეყნების გადაწყვეტილების გამო, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებას ითვალისწინებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგობის მიუხედავად, კვირას განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.

„ღმერთმა ინებოს, რომ გარემოებების მიუხედავად, ეს დადებითად აისახოს ჩვენზე. ჩვენ შევეჩვიეთ ბლოკადას 1948 წლიდან 1967 წლამდე და 1956 წლიდანაც კი. ჩვენ დაზარალებული ხალხი ვართ, თუმცა იმედს არ ვკარგავთ, უბრალო რამეც კი გვაბედნიერებს,  ყველაფერი, რაც ჩვენს სასიკეთოდაა, აძლიერებს ჩვენს მონდომებას, ამ უსამართლო ბლოკადის მიუხედავად“, – აცხადებს ქალაქ ღაზიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ნასერ ასალია.

ამავდროულად, ისრაელის სახმელეთო შეტევის ფონზე პალესტინელები ტოვებენ ქალაქ ღაზას. ჰუმანიტარული ჯგუფები აცხადებენ, რომ იძულებითი ევაკუაცია კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს.

„ეს დასაწყისი, იმედის სხივია პალესტინელი ხალხისთვის. მსოფლიო იცვლის თავის პოზიციას ისრაელის მხარდამჭერ ქვეყნებთან დაკავშირებით. ისინი უნდა შეუერთდნენ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ხმას მისცემენ პალესტინის სახელმწიფოს შექმნისა და პალესტინის სახელმწიფოს აღიარების სასარგებლოდ. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც იმსახურებს, ჰქონდეს სახელმწიფოს“, – ამბობს ჩრდილოეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ფავზი ნურ ალ-დინი.

ავსტრალიამ და კანადამაც ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო, რამაც ისრაელის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. თანამეგობრობის ქვეყნების გარდა პალესტინის სახელმწიფო პორტუგალიამაც აღიარა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება.

„მე მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ: თქვენ უზარმაზარ ჯილდოს გადასცემთ ტერორიზმს.  ასევე გეტყვით,  რომ ეს არ მოხდება. იორდანიის დასავლეთით პალესტინის სახელმწიფო არ იქნება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

თანამეგობრობის სამი ქვეყნისა და დიდი ხნის მოკავშირეების ინიციატივა მიანიშნებს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან  ისრაელის მიერ ღაზაში მიმდინარე ომსა და ისრაელის მიერ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მცდელობების ჩაშლას და ასევე  დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების გაფართოებას.

140-ზე მეტმა ქვეყანამ უკვე აღიარა პალესტინის სახელმწიფო და მოსალოდნელია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სხვებიც გაიზიარებენ ამ პოზიციას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend