„თუ ტელევიზიების 97% ჩემი წინააღმდეგია, მხოლოდ უარყოფით კონტექსტში აშუქებენ ჩემთან დაკავშირებულ ამბებს, ისინი ლიცენზიას იღებენ. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მათ ლიცენზია ჩამოერთვათ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომპანია ABC-მ ეთერიდან განუსაზღვრელი ვადით მოხსნა ჯიმი კიმელის შოუ.